საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და იტალიის პრემიერმინისტრმა მარიო მონტიმ დახურულ კარს მიღმა თათბირის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ რომმა და პარიზმა ერთნაირი გეგმა შეიმუშავეს ევროპის კრიზისული სიტუაციიდან გამოსასვლელად.
„პირველ რიგში, აუცილებელია ევროკავშირმა შეიმუშაოს მექანიზმები, რომლებიც საფინანსო ბაზრებზე სპეკულაციას აღკვეთავს. არ მინდა ევროპა ავადმყოფი კონტინენტი იყოს. ჩვენ გაგვაჩნია ყველა პირობა იმისთვის, რათა ჩვენი მომავალი გავიუმჯებოსოთ. ამისთვის კი ჩვენ თვითონ დაგვჭირდება მუშაობა“,- განაცხადა ოლანდმა.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რომის და პარიზის შეთანხმების შემდეგ ევროპა გააფრთხილა, რომ მარტო გერმანიის იმედი არ ჰქონდეს.
„მართალია, გერმანია გახლავთ ევროპის ეკონომიკის ძრავაც და გამწევიც, თუმცა არ ღირს მისი შესაძლებლობების გადაჭარბებით შეფასება“,- განაცხადა გერმანიის კანცლერმა.