სირიის ოპოზიციონერთა ინფორმაციით, დაახლოებით 70-მდეა ადამიანია დაღუპული ხელისუფლების რაზმების მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციების შედეგად, დამასკოს ახლოს მდებარე სოფელში. ამავე დროს ხელისუფლების მხარე 22 კარისკაცის გარდაცვალების შესახებ იუწყება.
BBC-ის ინფორმაციით, გავრცელდა ქალაქ ჰიტსა და პროვინცია დეარაში გარდაცვლილი მოქალაქეების ვიდეო მასალა, რომელზეც ნათლად ჩანს დამწვრობის კვალი, რომელიც ქიმიური იარაღით მიყენებული დამწვრობის კვალს ჰგავს.
სირიაში გასული წლის მარტიდან, ხელისუფლების რაზმებსა და ოპოზიციონერების სამხედრო დაპირისპირების შედეგად 12 000-მდე ადამიანია გარდაცვლილი.