აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა  ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტი  შეაჯამა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტი შეაჯამა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ჰილარი კლინტონის ვიზიტს აჯამებს. სპეციალური განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონი საქართველოს საჰაერო, სანაპრო დაზვერვის და თავდაცვის სისტემის განვითარებაში დაეხმარება. სახელმწიფო დეპარტამეტი არც სამხედროების წვრთნაში დახმარებას გამორიცხავს. 

სახელმწიფო დეპარტამენტი იმასაც აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ვერტმფრენების მოდერნიზაციაშიც გაუწევს დახმარებას. 

ვაშინგტონი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. დოკუმენტში იმ შეთანხმებაზეც არის საუბარი, რომელსაც ორმა მხარემ სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით მიაღწია. 

ჰილარი კლინტონის ვიზიტის ფარგლებში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაც განიხილეს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გარეცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დემოკრატიული არჩევნები საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს ევროატლანტიკურ სივრცესთან.