ქნესეთი „სომხების გენოციდის“ გამო,  თურქეთის ხელისუფლების დასჯას არ ეთანხმება

ქნესეთი „სომხების გენოციდის“ გამო, თურქეთის ხელისუფლების დასჯას არ ეთანხმება

საპარლამენტო კოალიციის „ლიკუსის“ თავმჯდომარის ზევ ელკინის განცხადებით, ქნესეთი ვალდებულია ოფიციალურად აღიაროს თურქეთის მიერ სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდი.

„ მრავალი ათწლეულის მანძილზე, სხვადასხვა მიზეზის გამო, სომეხი ხალხის ტრაგედიის აღიარება დღის წესრიგში არ იდგა. ბოლო პერიოდში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. ქნესეთი ვალდებულია ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს  და „სომხეთის გენოციდი“ აღიაროს“,- განაცხადა ელკინმა.

ქნესეთის დეპუტატ რეუვენ რივლანის აზრით კი, არ შეიძლება  სომეხი ხალხის ტრაგედია თურქეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად გამოვიყენოთ.

„არ შეიძლება სომეხი ხალხის ტრაგედია თურქეთის დასასჯელად პოლიტიკურ იარაღად გამოვიყენოთ. ჩვენ არ ვადანაშაულებთ თანამედროვე თურქეთს და თურქეთის ხელისუფლებას პრეტენზიებს არ ვუყენებთ“,- აცხადებს რივლინი.