საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს მხრიდან აშშ-სთან საგარეო ვაჭრობაში შემოსავლების დამალვის საკითხზე

საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს მხრიდან აშშ-სთან საგარეო ვაჭრობაში შემოსავლების დამალვის საკითხზე

უმრავლესობის წევრები საქართველოს მხრიდან აშშ-სთან საგარეო ვაჭრობაში შემოსავლების დამალვის საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ

აღნიშნულ საკითხზე დღეს კომენატრი არ გააკეთა არც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ და არც საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების თავმჯდომარეებმა.

გუშინ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ეკონომიკის საკითხებში ექსპერტმა შალვა მექვაბიშვილმა კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომელიც საქართველოს მხრიდან აშშ-სთან საგარეო ვაჭრობაში შემოსავლების დამალვას ეხება.

მექვაბიშვილის ინფორმაციით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი "ჩრდილში" ექცევა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვან შემოსავლებს კარგავს.

კვლევის ავტორის მონაცემებით, 2004 წელს აშშ-ს და საქართველოს შორის საგარეო ვაჭრობაში, აშშ-ის მონაცემებთან შედარებით, ჩრდილში იყო მოქცეული მთლიანი საგარეო ბრუნვის 56,7%; 2005 წელს – 57,5%; 2006 წელს – 49%; 2007 წელს – 38,8%; 2008 წელს – 42%; 2009 წელს – 38%; 2010 წელს – 27,2%; 2011 წელს – 45,5%; 2012 წლის იანვარ-მარტში - 46,5%.

"სახელმწიფო ბიუჯეტმა ამ პერიოდში მარტო გადასახადების სახით დაკარგა მინიმუმ მილიარდი ლარი აშშ-დან მემოსული სხვადასხვა საქონლის განუბაჟებლობის, ანუ კონტრაბანდის ან ნაკლებ ღირებულებად განბაჟების გამო",–აღნიშნა მკვლევარმა.