„ახალი მემარჯვენეების“ ინფორმაციით მარტვილის სოფლებს თეთრი პეპელა შეესია.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში თეთრი პეპელას გავრცელების საწინააღმდეგოდ ფართოდრეკლამირებული აქცია წამოიწყო, მარტვილის რაიონში ამ მხრივ მაინც საგანგაშო მდგომარეობაა. თეთრი პეპელა მოედო სოფლების უმეტესობას და მოსახლეობა სრულად უძლურია მასთან საბრძოლველად.
„ჩვენ დიდი ხანია ვითხოვდით, რომ ხელისუფლებას საგანგებო ზომები გაეტარებინა ამ მავნებლის გავრცელების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ სატელევიზიო კამპანია ვნახეთ. მოვუწოდებთ სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბ–ნ გოროზიას, რომ მხოლოდ ტელეკამერების წინ ჩატარებული ღონისძიებები პრობლემას ვერ ჭრის და რომ მის მშობლიურ მარტვილს და მთელ რეგიონს სასწრაფოდ სჭირდება მიშველება, თორემ მავნებელი ბაღ–ბოსტნებს დაუნდობლად ანადგურებს,“–აცხადებს „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია.