პუტინმა ქვეყნის მიგრაციის სამსახურის უფროსს მკაცრი ზომების გატარება დაავალა

პუტინმა ქვეყნის მიგრაციის სამსახურის უფროსს მკაცრი ზომების გატარება დაავალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის მიგრაციის სამსახურის უფროსს, კონსტანტინ რამადანოვს აღნიშნულ სფეროში სრულყოფილი წესრიგის დამყარება დაავალა.

“ჩვენ გვაქვს კანონიერი უფრება დავამყაროთ მკაცრი წესრიგი და ეს უნდა გავაკეთოთ” – განაცხადა  პუტინმა რამადანოვთან შეხვედრაზე.

ქვეყნის პრეზიდენტის ინფორმაციით, მოუწესრიგებელი მიგრაციული სისტემის გამო რუსეთში არალეგალურად 5 მილიონი უცხოელი მუშაობს.

რუსეთის საიმიგრაციო სამსახური რუსეთის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი საქართველოს 9000 მოქალაქის საქმის  სასამართლოსთვის გადაცემას აპირებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის საიმიგრაციო სამსახურის უფროსმა, კონსტანტინ რომოდანოვსკიმ განუცხადა.

"ამ დროისთვის რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს 9000 მოქალაქე იმყოფება, რომელთაც ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის კანონით დაშვებულ ვადას, 90 დღეს გადააჭარბეს. ჩვენ მათ მოვძებნით და სასამართლოს გადავცემთ", - განაცხადა რომოდანოვსკიმ.

საქართველოს მიერ მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ სარჩელი 2006 წელს რუსეთიდან ქართველების უკანონო დეპორტაციას ეხება. ქართულმა მხარემ სტრასბურგის სასამართლოს 2007 წელს მიმართა.

რუსეთის ფედერალური საემიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელმა გაკვირვება გამოთქვა საქართველოს მოქლაქეების მიმართ, რომელთაც ევროსასამართლოს მიმართეს რუსეთიდან დეპორტირების შემდეგ.

 მანვე კანონიერი უწოდა 2006 წელს, რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციას.

"თუ სავიზო რეჟიმი დარღვეულია, მაშინ მოქალაქეებს სამშობლოში აგზავნიან უკან, საშინელებას ამაში ვერ ვხედავ. ასეთი პრაქტიკა მრავალ ქვეყანაში არსებობს",-აცხადებს კონსტანტინ რომოდანოვსკი.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" დასკვნითი მოსმენა დაასრულა და გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში გამოიტანს.