"ლეიბორისტები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს საქართველოზე ფინანსური ტრანშების გაცემის შეჩერებისკენ მოუწოდებს

საქართველოს „ლეიბორისტული პარტია“ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს საქართველოზე ფინანსური ტრანშების გაცემის შეჩერებისკენ მოუწოდებს. ამასთან დაკავშირებით „ლეიბორისტულმა პარტიამ“ დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ამის მიზეზი ისაა, რომ ქართული კომერციული ბანკები მოსახლეობისა და საშუალო ბიზნესის გაკოტრებას ახდენენ.

"სააკაშვილის მევახშე - რეკეტიორი ბანკები აგრძელებენ მოსახლეობის, წვრილი და საშუალო ბიზნესის დაყაჩაღება გაკოტრებას", - განმარტავენ "ლეიბორისტები".

მათი აზრით, სესხებზე და კრედიტებზე დაწესებული არარეალურად მაღალი საპროცენტო განაკვეთის შედეგად 300 ათასი მოქალაქე შეყვანილია ბანკების ე. წ. შავ სიაში, 70 ათასამდე მოქალაქის ქონება დაყადაღებულია ჩამოსართმევად, ხოლო 20 ათასი ოჯახი უკვე გამოსახლებულია. 

"ამ ცოდვიანი ფულით სააკაშვილი და მისი ოლიგარქიული ბანდა აყალბებს არჩევნებს და იწყობს პირად სამოთხისებურ კეთილდღეობას. მივმართავთ მსოფლიო ბანკს, სავალუტო ფონდს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომლებიც წარმოადგენენ ამ ხელისუფლების მთავარ ფინანსურ დონორს, შეაჩერონ ფინანსური ტრანშების გაცემა, ვიდრე ქვეყანაში არ გამოცხადდება ფინანსური ამინისტია და არ შეწყდება მოსახლეობისათვის ქონების ჩამორთმევა-დაყაჩაღება", - აცხადებენ "ლეიბორისტურ პარტიაში".