„დემოკრატიული მოძრაობა“ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გააქტიურებისაკენ მოუწოდებს

„დემოკრატიული მოძრაობა“ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გააქტიურებისაკენ მოუწოდებს

„დემოკრატიული მოძრაობა“ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართავს, „საქართველოში შექმნილ უმძიმეს საარჩევნო გარემოს და  ხელისუფლების მიერ ისედაც მცირედ არსებულ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე პირდაპირ ტერორს ადეკვატური შეფასება მისცენ“.  „დემოკრატიული მოძრაობაში“  მიაჩნიათ, რომ დროა, რეალურად ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა განაცხადონ, რომ ისედაც უმძიმესი საარჩევნო გარემო ყოველდღიურად მძიმდება.

From.ge „დემოკრატიული მოძრაობის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

 „ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, როგორც მოსალოდნელი იყო, არსებულმა ხელისუფლებამ როგორც რეალურად ოპოზიციურ პარტიებზე, ასევე ისედაც მცირედ შემორჩენილ ობიექტურ მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებზე ტერორი გააძლიერა. ბოლო 3 თვის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლის 30-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. უფრო მეტიც, 2012 წლის 8 ივნისს ჟურნალისტზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევა მოხდა. იმაზე, თუ რამდენად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას აპირებს დღევანდელი ხელისუფლება, ის უპრეცენდენტო ფაქტიც მეტყველებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში რადიოს მოსმენა აიკრძალა, სააკაშვილის სასამართლომ კი "გლობალ ტვ"-ის მთელი საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებული მისი ყველა ანტენის დემონტაჟი დააკისრა. აღნიშნული კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას ყველაზე მეტად სიმართლის ეშინია", - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობა“ და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართავს, „საქართველოში შექმნილ უმძიმეს საარჩევნო გარემოს და  ხელისუფლების მიერ ისედაც მცირედ არსებულ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე პირდაპირ ტერორს ადეკვატური შეფასება მისცენ“. 

„დემოკრატიული მოძრაობა“  მიიჩნევს, რომ "დროა, რეალურად ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა განაცხადონ, რომ ისედაც უმძიმესი საარჩევნო გარემო ყოველდღიურად მძიმდება.

აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ არჩევნები რეალურად ოპოზიციური ძალებისათვის უმძიმეს ვითარებაში ჩატარდება. არსებული რეჟიმის გადაწყვეტილება, რადაც არ უნდა დაუჯდეთ დარჩნენ ხელისუფლებაში, ხალხის ნებას აშკარად არ შეესაბამება. აღნიშნული ვითარება ქვეყანას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს. ამ საფრთხის თავიდან აცილების მინიმალური შანსი ჯერ კიდევ არსებობს, რისთვისაც ხელისუფლებაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უპრეცედენტო დემოკრატიული ზეწოლაა აუცილებელი და არა - ჩვეული დიპლომატიური ფრაზებით საუბარი“, - ნათქვამია „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.