მამუკა კაციტაძე: ეუთოს სადამკვირებლო  მისიისთვის  „კარდაკარის“  მუშაობა სიახლეს წარმოადგენდა

მამუკა კაციტაძე: ეუთოს სადამკვირებლო მისიისთვის „კარდაკარის“ მუშაობა სიახლეს წარმოადგენდა

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე საქართველოში ჩამოსული ეუთოს სადამკვირებლო  მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

კაციტაძის განცხადებით, მან სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს კარდაკარის მიმდინარეობის შუალედური შედეგები გააცნო და  კარდაკარის მიმდინარეობისას წარმოქმნილი პრობლემების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

კაციტაძე განმარტავს, რომ ეუთოს მისიის  წარმომადგენლებთან შეხვედრის ძირითადი არსი სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მუშაობის დეტალების გაცნობა იყო,  როგორც განვლილ,  ისე მომავალ პერიოდთან დაკავშირებით.

„ეუთოს მისია საქართველოში ჩამოსულია იმისთვის, რომ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით,  სხვადასხვა მიმართულებით, აქ არსებული სიტუაცია შეისწავლოს, რათა შემდგომ,  სადამკვირებლო მისიის მოვლინებასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები შეიმუშაოს. შესაბამისად, ეუთოს კომისიის ინტერესის საგანს ყოველთვის წარმოადგენდა სიების დაზუსტების საკითხი და ბუნებრივია, მათი შეხვედრა ჩვენს კომისიასთან განპირობებული იყო იმით, რომ მათ დაწვრილებით გაეგოთ ინფორმაცია კომისიის მუშაობის,  მეთოდოლოგიებისა და დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. ეს გახლავთ ეუთოს მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის ძირითადი არსი“, - განაცხადა კაციტაძემ.

მისი თქმით, ეუთოს სადამკვირებლო მისიისთვის „კარდაკარის“ მუშაობა  საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა და მათთვის სიახლეს წარმოადგენდა.

„ის რომ ჩვენი კომისია არის უმაღლესი ინსტანცია სიების დაზუსტების საქმეში, რომ ამ საქმეში აღარაა ჩართული ცეესკო და სამოქალაქო რეესტრი, ეს ინფორმაცია მათთვის სიახლეს წარმოადგენდა და ბუნებრივია, ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგად, მათ უკვე სრული და ჩამოყალიბებული აზრი შეექმნათ, რასაც ალბათ,  სადამკვირებლო მისიის მოვლენის დროს  იმ სახით გაითვალისწინებენ, რა სახითაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ“, - განაცხადა კაციტაძემ.

კაციტაძის განცხადებითვე, ამ კვირის ბოლოს, კარდაკარის საველე სამუშოები დასრულდება.

„საველე სამუშაოების შემდგომ,  კარდაკარის სამუშაოების შეყვანის პროცესი ხდება. ეს გაგრძელდება თვის ბოლომდე, პლუს ამას დამატებით პრობლემური მისამართების და ზოგადად, პრობლემური ამომრჩეველის გადამოწმების პროცესი დაიწყება. ერთიანი სიების დადება კი,  პირველი აგვისტოსათვის მოხდება“, - განაცხადა კაციტაძემ.