ქსენია სობჩაკის „აშკარად კრიმინალური“ მილიონები

ქსენია სობჩაკის „აშკარად კრიმინალური“ მილიონები

ცნობილი ტელეწამყვანის ქსენია სობჩაკის ბინის ჩხრეკისას სეიფიდან ამოღებულ 1 მილიონ ევროს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი „აშკარად კრიმინალურს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ყველა ამოღებულ ნივთმტკიცებას ექსპერტიზა ჩაუტარდება.

„პირველ რიგში, საგადასახადო შემოწმებას გაივლის სობჩაკის ბინიდან ამოღებული თანხა, გასარკვევია ისიც, არის თუ არა ამ თანხიდან გადახდილი გადასახადები. ამოღებულ თანხებს, ძვირფასეულობას და დოკუმენტებს ექსპერტიზა ჩაუტარდება. გამოძიების კანონიერ ეჭვს იწვევს 100 ცალ კონვერტში გადანაწილებული 1 მილიონი ევროს წარმომავლობა და დანიშნულება“,-აცხადებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ მარკინი.

ტელეწამყავნი ქსენია სობჩაკი მისი სეიფიდან ამოღებული 1 მილიონი ევროს, 480 00 დოლარისა და 480 00 რუბლის შესახებ აცხადებს, რომ ის პატიოსანი შრომით იშოვა, ხოლო თანხა სახლში შენახული ჰქონდა იმიტომ, რომ რუსულ ბანკებს არ ენდობა.