ილჰამ ალიევი ოჯახის მომავალს უზრუნველყოფს

ილჰამ ალიევი ოჯახის მომავალს უზრუნველყოფს

 აზერბაიჯანის  მინი მეჯლისმა დღეს მიიღო კანონი „აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების უზრუნველყოფის“ შესახებ.

კანონი გავრცელდება იმ პირებზე, რომელთაც ადრე რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი ეკავათ და რომელთაც თანამდებობა კონსტიტუციის 107-ე მუხლის შესაბამისად დატოვეს. ამ კანონის თანახმად, რომელიც 12 პუნქტიანია,  პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები - მეუღლე და შვილები, ან შვილად აყვანილი ბავშვები, რომელთაც 18 წელი  არ შესრულებიათ, რიგი შეღავათებით ისარგებლებენ.

კანონის თანახმად, ყოფილი პრეზიდენტს, თანამდებობის დატოვების დღიდან  გარდაცვალებამდე,  ყოველთვიურად ხელფასის 50% დაენიშნება, აგრეთვე პენსია, რომელიც ასვე ხელფასის 50%-ს შეადგენს, მისი გარდაცვალების შემთხვევაში კი, პენსიას და სხვა დახმარებებს  მეუღლე და მისი არასრულწლოვანი შვილები მიიღებენ. 

ილჰამ ალიევის ხელფასი. Mojazarplata.com.ru-ს ინფორმაციით, წელიწადში 225 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

სომხური მედიის ინფორმაციით, მინი მეჯლისის ახალი კანონის შემდეგ, ქვეყანაში დაბრუნდება  ექსპრეზიდენტი აიაზ მუტალიბოვი, რომელსაც  1992 წელს სახელმწიფოს გადატრიალების ბრალდებით ქვეყანის  დატოვებამ მოუწია და დღემდე  მოსკოვში პოლიტიკურ ემიგრაციაში ცხოვრობს.