გოგი ქავთარაძე: წინ ძალიან რთული სამუშაო და მარათონი გველის

გოგი ქავთარაძე: წინ ძალიან რთული სამუშაო და მარათონი გველის

მსახიობი, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, გოგი ქავთარაძე ზესტაფონში  „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატად წარდგინებას დიდ პატივს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ძალიან რთული საქმე და დიდი პასუხიმგებლობაა.

„ეს დიდი პასუხიმგებლობაა. წინ ბევრი სამუშაო  გველის. იმერეთში კონკრეტულად, ზესტაფონში კოალიცია „ქართული ოცნებისა“  და ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ხალხის განწყობა დადებითია. არიან ვიღაცები, რომლებიც ხელისუფლებისკენ მიილტვიან, თუმცა, ისეთი არაფერი შემინიშნავს. ივანიშვილის მიმართ, ბევრი კარგადაა განწყობილი. წინ ძალიან რთული სამუშაო და მარათონი გველის   და ამ მუშაობისთვის მზად ვართ“, - განაცხადა ქავთარაძემ.

 შეგახსენებთ,რომ კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა,  იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქუთაისში 10 ივნისს, გამართულ აქციაზე  დაასახელა.

ქუთაისში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გუბაზ სანიკიძე იქნება, ბაღდათში -არჩილ კბილაშვილი, სამტრედიაში - კახი კალაძე, ზესტაფონიში -გოგი ქავთარაძე, ტყიბულში - ელისო ჩაფიძე, ხარაგაულში -ნოდარ ებანოიძე.