მანანა მანჯგალაძე:  საქართველო ერთიანი ევროპული განათლების ნაწილი უნდა გახდეს

მანანა მანჯგალაძე: საქართველო ერთიანი ევროპული განათლების ნაწილი უნდა გახდეს

საქართველოს პრეზიდენტის, პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ  ახალი საგამოცდო სისტემა „8+1“ - ის შესახებ ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მანჯგალაძის განცხადებით, ახალი საგამოცდო სისტემა რეფორმების განხორციელების კუთხით მნიშვნელოვანია.

„საატესტატო გამოცდები უკვე 2 წელია მიმდინარეობს. ამ ორი წლის განმავლობაში, სისტემა გამართულად მუშაობდა, თუმცა განათლების სამინისტრომ ჩათვალა, მის მოდერნიზაციასა და გაუმჯობესებაზე ემუშავა.  2013 წელს შეგვიძლია საგამოცდო სისტემა „8+4“ „8+1“-ით შევცვალოთ, რაც მსოფლიოში აღიარებული საგამოცდო სისტემაა. საქართველო ჩართულია ბოლონიის პროცესში და არის ლისაბონის კონცეფციის მონაწილე. საქართველო ერთიანი ევროპული განათლების ნაწილი უნდა გახდეს. ვალდებულნი ვართ გამოცდილება გავიზიაროთ. როდესაც პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდა ქვეყანა სულ სხვა გამოწვევების წინაშე იდგა. ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებით, განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა. ამ მეთოდით აღმოიფხვრა კორუფციის შესაძლებლობა და მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, უმაღლეს სასწავლებლებში, მხოლოდ საკუთარი ცოდნით ჩაებარებინათ“, განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძემ საგამოცდო სისტემის „8+1“-ის პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სისტემით, მოსწავლეს საატესტაციო 8 გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მხოლოდ ერთი ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება მოუწევს.