მანანა მანჯგალაძე: სტუდენტური ბარათები- სტუდენტებს ფინანსების დაზოგვაში დაეხმარება

მანანა მანჯგალაძე: სტუდენტური ბარათები- სტუდენტებს ფინანსების დაზოგვაში დაეხმარება

„განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების ერთობლივი მუშაობით შესაძლებელი გახდება, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენს სტუდენტებს მიეცეთ სტუდენტური ბარათები, რომლებიც 10 ათასობით სტუდენტს ხარჯებს შეუმცირებს. გუშინ პრეზიდენტს საშუალება ჰქონდა, ოზურგეთში სტუდენტების პირველი ჯგუფისთვის გადაეცა სტუდენტური ბარათები“, - ამის შესახებ პრეზიდენტის, პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

მანჯგალაძის განცხადებით,  ეს გახლდათ შესრულება იმ დაპირებისა, რომელიც პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ გააჟღერა.

„საინტერესოა, რომ საკმაოდ ბევრმა კერძო კომპანიამ გამოთქვა სურვილი, ამ პროგრამაში ჩართულიყო და ისინი სახელმწიფო უწყებებთან ერთად ამ პროგრამის მონაწილეები არიან. მე აღარ ჩამოვთვლი, სად რა ფასდაკლებები იმოქმედებს, თუმცა ეს ძალიან ბევრ სტუდენტს დაეხმარება, ფინანსები დაზოგოს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.