„ეს შენ გეხება“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან  ე.წ.მასთ ქერის“ პრინციპზე ვერ შეთანხმდა

„ეს შენ გეხება“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან ე.წ.მასთ ქერის“ პრინციპზე ვერ შეთანხმდა

კამპანია „ეს შენ გეხება“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან  ე.წ.მასთ ქერის“ პრინციპზე ვერ შეთანხმდა

დღეს პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კომიტეტის დახურული შეხვედრა გაიმართა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებსა და კერძო ბიზნესში ჩარევა მიუღებელია, აქედან გამომდინარე, არასამთავრობოებთან ამ ნაწილში შეთანხმება ვერ მოხერხდა.

„ბევრი ტელეკომანიაა და სხვადასხვა ხედვები არსებობს, ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური სიმპატიები - განსაკუთრებით ბოლო დროს შექმნილ ტელეკომპანიას ვგულისხმობ. მათ მაუწყებლობას არავინ უზღუდავს. მაგრამ, ამ მაუწყბელობის გამო, სხვა კომპანიების დავალდებულება არასწორია,“ -აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა. 

შეხვედრის შემდეგ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ შეხვედრაზე ძირითადად, „MUST CARRY"- ს საკითხის შესახებ იყო საუბარი.

„პარლამენტი ჩვენს მოსაზრებებს არ ეთანხმება. შევთანხმდით, რომ შემდეგი შეხვედრა ხუთშაბათს გაიმართება. მანამდე პარლამენტი თავის პოზიციას უფრო კარგად ჩამოაყალიბებს,“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ძირითადად ერთი საკითხის შესახებ არის საუბარი, კომიტეტის წევრები იზარებენ თუ „MUST CARRY“-ს პრინციპი სიხშირულ მაუწყებლებზე გავრცელდება, მაგრამ სატელიტურზე - არა.

„ჩვენთვის ეს, მისაღები არ არის. გავრცელების პრობლემა სატელიტურ არხებს აქვთ“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.