ჯეიმს აპატურაიმ პარლამენტში საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე ისაუბრა

ჯეიმს აპატურაიმ პარლამენტში საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე ისაუბრა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილის განცახდებით, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრაზე საქართველი-ნატოს მომავალ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ჯეიმს აპატურაი პარლამენტში დღეს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესა და დეპუტატებს  დახურულ კარს მიღმა შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯეიმს აპატურაის ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა კი განმარტა, რომ ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრაზე ისაუბრეს თუ როგორ გაგრძელდება საქართველო-ნატოს ურთიერთობა ჩიკაგოს სამიტის შემდეგ, სადაც სერიოზული წარმატებას მივაღწიეთ, როდესაც აღიარებული ვართ, როგორც ასპირანტი სახელმწიფო.