რამაზ საყვარელიძე: თუ თბილისელები არ მიწყენენ, ქუთაისმა თბილისს აჯობა

რამაზ საყვარელიძე: თუ თბილისელები არ მიწყენენ, ქუთაისმა თბილისს აჯობა

ექსპერტი რამაზ საყვარელძე  აცხადებს, რომ  კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე ქუთაისში პროცენტულად, დაახლოებით 25%-ი, ქუთაისელები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე თბილისელები თბილისში გამართულ კოალიციის აქციაზე, ხოლო მითი იმის შესახებ, რომ ხელისუფლების უკმაყოფილო მხოლოდ „ცხვირაწეული თბილისელები“ არიან, დაიმსხვრა.

„გუშინდელმა აქცია ნათლად გვიჩვენა, რომ საპროტესტო განწყობილება იმერეთში ნაკლები სიმძლავრის არ არის, ვიდრე თბილისში. თუკი თბილისიდან გარბიან ზოგიერთები და პარლამენტს ქუთაისში აშენებენ იმისთვის, რომ უფრო წყნარად იცხოვრონ, საეჭვოა, რომ გუშინდელმა ნანახმა ეს სიწყნარე მათ კიდევ შეუნარჩუნოს. მითი, რომ ხელისუფლების უკმაყოფილო მხოლოდ „ცხვირაწეული თბილისელები“ არიან, დაიმსხვრა. უკმაყოფილება იმ პოლიტიკის ბრალია, რომლითაც ხალხს ცხოვრება ურთულდება. ის საზეიმო განწყობილება, რაც თბილისში იყო, ქუთაისშიც გაგრძელდა.  სწორედ ეს განწყობილებაა მთავარი, რომლითაც საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლების შეცვლას ელოდება.

რაც შეეხება იმას,  „ქართული ოცნების“  აქციამ აჩვენა თუ არა, რომ რეგიონის მოსახლოებაში შიში დაძლეულია, ქუთაისში, სადაც შიშის ბევრი ბერკეტი არსებობდა, გვახსოვს თუნდაც „ახალგაზრდების საქმე“ და კიდევ ბევრი რამ, რაც უბრალოდ არ გახმაურებულა, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ შიშის მიუხედავად, შედგა გუშინდელი დღე. შიში, როგორც პოლიტიკური იარაღი, ძალას კარგავს. ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ ხალხისთვის სიკეთის კეთება გახადოს მთავარ პოლიტიკურ იარაღად და არა ხალხის დაშინება“, - აცხადებს საყვარელიძე.