ბიძინა ივანიშვილი: მიხარია, რომ დღეს მთელი ქუთაისი და მთელი იმერეთი  ფეხზე დგას! (VIDEO)

ბიძინა ივანიშვილი: მიხარია, რომ დღეს მთელი ქუთაისი და მთელი იმერეთი ფეხზე დგას! (VIDEO)

მიხარია, რომ დღეს ქუთაისში ვარ, დიდებული იმერეთის მიწაზე ვდგავარ!

მიხარია, რომ დღეს მთელი ქუთაისი და მთელი იმერეთი  ფეხზე დგას! - ასე დაიწყო გამოსვლა ქუთაისში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.

„რამდენს ეცადნენ, რომ წინ აღდგომოდნენ ჩვენს შეკრებას, რა არ ქნეს, ბაგა-ბაღის ბავშვების გამოყენებაც კი სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. 

ვეღარავინ შეძლებს ჩვენს შეჩერებას, ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია, ამას ჩვენ  ვაჩვენებთ მთელ ქვეყანას, მთელ ქვეყანას დავაყენებთ ფეხზე, ისე როგორც მთელი ქუთაისი დგას დღეს ფეხზე! ისე, როგორც 27 მაისს დადგა ფეხზე მთელი თბილისი!

27 მაისს თბილისმა ხმამაღლა უთხრა ხელისუფლებას -  არა უსამართლობას! არა  სიცრუეს! დღეს ამას ქუთაისი ამბობს!“, - განაცხადა ივანიშვილმა.             

შეგახსენებთ, კოალიცია „ქართული ოცნების“ მანიფესტაცია ქუთაისში დღეს, 18.00 საათისთვის დაიწყო. აქცია აღმაშენებლის ძეგლთან, ბალახვანის მოედანზე, ე.წ. ას საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

კოლიცია ,,ქართული ოცნების" შემდეგი აქცია 17 ივნისს ოზურგეთში გაიმართება.