ყარაბაღში მობილიზაცია დაიწყო და საზღვრები ჩაიკეტა

ყარაბაღში მობილიზაცია დაიწყო და საზღვრები ჩაიკეტა

სააგენტო Haqqin.az-ის  მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყარაბაღის სასაზღვრო ზოლში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შედეგად, მობილიზაცია დაიწყო. ჯარში გასაწვევი ასაკის მოსახლოება სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს გასაწვევ პუნქტებში. მთიანი ყარაბაღის ძირითად მაგისტრალებზე გაძლიერებულია სამხედრო პოსტები.

 მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა  ბაკო სააკიანმა ხელი მოაწერა კანონს, „მაისი - ივლისის“ სამხედრო გაწვევის „მაის- ივნისში“ გადმოტანის შესახებ. გარდა ამისა, მთავრობის ბრძანებით, ჩაკეტილია საზღვარი სომხეთისა და ირანის მიმართულებით, რადგან ბოლო დღეებში მკვეთრად გაიზარდა მოსახლოების მიერ ყარაბაღის დატოვება.