მით რომნმა ობამას გადაუსწრო

მით რომნმა ობამას გადაუსწრო

ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა მით რომნმა რესპუბლიკური პარტიიდან მაისში თითქმის 17 მილიონი დოლარით მეტი თანხის შეგროვება შეძლო საარჩევნოდ, ვიდრე ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

რესპუბლიკელების საარჩევნო კალათში 76,8 მილიონი დოლარი აღმოჩნდა, დემოკრატებისაში კი 60 მილიონი, მიუხედავად იმის, რომ ჯორჯ კლუნის სახლში გამართულ ბიზნეს-წვეულებაზე თითოეული ბილეთის ფასი 40 000 დოლარი ღირდა, სტუმრებმა კი მრავლად მოიყარეს თავი.

ინფორმაციისთვის, ამ შემთხვევაში არ ქვეყნდება ის მილიონები, რომლებსაც დამოუკიდებელი კომიტეტები კანდიდატებისგან ცალკე აგროვებენ.