აშშ-ს კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო (VIDEO)

აშშ-ს კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო (VIDEO)

ირაკლი ალასანიას აშშ-ში სამუშაო ვიზიტი და კონგრესმენებთან შეხვედრა გრძელდება. კონგრესმენებთან მორიგი შეხვედრის დროს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

განხილვას პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერები ირაკლი ალასანია და თედო ჯაფარიძე დაესწრნენ, რომლებსაც მანამდე კონგრესმენებთან ორმხრივი შეხვედრა ქონდათ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, კონგრესმენმა შუსტერმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ახლა ყველაზე მთავარი სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა.

„ამ რეზოლუციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და რაც მთავარია, ბოლო დღეებში ჩვენი აქტიურობის შედეგად ამ რეზოლუციაში არის პირდაპირი მინიშნება იმასთან დაკავშირებით, ნატოსთან დაახლოება სწორედ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გზით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, მთელი ფოკუსი დღეს გადატანილია საქართველოში სამართლიანი, თავისუფალი, დემოკრატიული და კონკურენტული არჩევნების ჩატარებაზე.