დავით დარჩიაშვილი: ჟენევის მოლაპარაკებებზე  ქართული მხარის მოთხოვნები ლოგიკური და პრინციპულია

დავით დარჩიაშვილი: ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული მხარის მოთხოვნები ლოგიკური და პრინციპულია

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების მეოცე რაუნდზე ქართული მხარის  რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღების საკითხის დააყენება ლოგიკური და პრინციპულია.

დარჩიაშვილის თქმით,  ქართული მხარის ეს მოთხოვნები გაგრძელდება, სანამ მათი შესრულება არ დაიწყება.

„ვერ გეტყვით, რომ დღეს რუსეთში ის ხელისუფლებაა, როელიც ამ ლოგიკური და პრინციპული მოთხოვნების შესრულებას დაიწყებს.  შესაბამისად,  შესრულების მოთხოვნა  გაგრძელდება  ყველა საშუალებით, როგორც ჟენევის ფორმატში ისე ნებისმიერი სხვა საერთაშორისო შეხვედრების დონეზე რუსეთზე ზეწოლა, ოკუპაციის დასრულებისა და  ოკუპაციის შესვლის პროცესი დაიწყოს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება,  სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს  მიერ, ძალის არგამოყენების ვალდებულების აღების საკითხის დააყენებას აპირებენ, დარჩიაშვილი აცხადებს, რომ „აფხაზური და ოსური მხარეები მარიონეტული რეჟიმები არიან, რომელთაც  რეალურად, საოკუპაციო რეჟიმი და რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებენ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.