მიხეილ თავხელიძე: ვაშინგტონისა და თბილისის ხედვა  საქართველოში მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით იდენტურია

მიხეილ თავხელიძე: ვაშინგტონისა და თბილისის ხედვა საქართველოში მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით იდენტურია

პოლიტოლოგი მიხეილ თავხელიძის შეფასებით,  ვაშინგტონისა და თბილისის ხედვა  საქართველოში მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, რა მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს და როგორ უნდა ჩატარდეს ის, აბსოლუტურად იდენტურია.

თავხელიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადება, რომ მომავალი  არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია  მაქსიმალურად გამჭირვალედ, დემოკრატიულად და სამართლიანად  ჩატარდეს, უბრალო ხაზგასმა იყო და არა მოწოდება „რომ ჩაატარეთ თუ შეიძლება და ასე შემდეგ“.

„ის, რაც სახელმწიფო მდივანმა ილაპარაკა პრინციპში, ჩემთვის ახალი არაა.  ალბათ, არც არავისთვის. ამას როგორც ხელისუფლება ისე ოპოზიცია მუდმივად იმეორებს“, - განაცხადა თავხელიძემ.

შესაბამისად, პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ საკითხის ისე დასმა გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცახდებებს არასწორია.

„აშკარად ვხედავ, რომ მთავრობასაც ამ შემთხვევაში, სახელმწიფო მდივანს და არა მარტო მას არამედ, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და ლიდერებს აბსოლუტურად ერთნაირი პოზიცია აქვთ იმასთან დაკაშირებით, თუ  როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები. არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მნიშვნელოვანია და ყველას  ინტერესებშია“, - განაცხადა თავხელიძემ.

მისი თქმით, ის რომ მთავრობა იგივე პოზიციაზე დგას,  ამის დასტური აშშ-ს სახელმწიფო მდივნისადმი  და მანამდე, ევროპის უსაფრხთოების თანამშრომლობის ორგანზიიცისადმი პრეზიდენტის მიმართვაა, რომ არჩევნების დასაკვირვებლად  გრძელვადიან პერიოდში, რაც შეიძლება მეტი დამკვირებლები ჩამოვიდნენ.

 თავხელიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ გაჟღერებული განცხადებები გამოყო და აღნიშნავს, რომ მთავარი  გზავნილი პირველ რიგში, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გარღმავებაა.

მას მიაჩნია, რომ  ამ თანამშრომლობის, რაღაც ნაწილი სახელმწიფო მდივანმა უკვე გააჟღერა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ კიდევ არის, რაღაც ისეთი, რაც ჯერ-ჯერობით საჯაროდ არაა ცნობილი.

„ასევე უაღრესად, ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ს მიერ  ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის აღიარება.  შეერთებული შტატები პრინციპში, მსოფლიო ლიდერია და მის მიერ ამ დოკუმენტის აღიარებას სხვა ქვეყნების მხრიდანაც იგივე ნაბიჯები მოჰყვება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით,  რომ შესაძლებელია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ   საზღვარგარეთ იმოგზაურონ და  ყველა იმ პრივილეგიით ისარგებლონ, რომელიც საქართველოს მოქალაქეს გააჩნია“, - განაცხადა თავხელიძემ.