კახა გოგოლაშვილი: კლინტონის მიერ, თავდაცვის სფეროს მისამართით გაკეთებული განცხადებები რუსეთისთვის გამაღიზიანებელი იქნება

კახა გოგოლაშვილი: კლინტონის მიერ, თავდაცვის სფეროს მისამართით გაკეთებული განცხადებები რუსეთისთვის გამაღიზიანებელი იქნება

ევროპული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის, კახა გოგოლაშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ, თავდაცვის სფეროს მიმართულებით  გაკეთებული განცხადებები რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ქვეყნის განვითარება რუსეთის გაღიზიანებაზე ვერ იქნება დამოკიდებული.

„საქართველოს მომავალი რუსეთის გაღიზიანების შემყურე ვერ იქნება. ეს არ გვიშველის,  ამიტომ ცდილობს ჩვენი ქვეყანა  საგარეო ურთიერთობების გამყარება მოახდინოს, ჩვენი ავტორიტეტი მეტად გაიზარდოს, რათა რუსული ფაქტორი ჩვენს საგარეო პოლიტიკაში წამყვანი არ იყოს“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს თავდაცვის სფეროში ძლიერი ორმხრივი თანამშრომლობა აქვთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრისას აიღეს ვალდებულება, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. საუბარია საქართველოს თავდაცვის რეფორმებში მხარდაჭერაზე, ქართული ჯარის მოდერნიზაციაზე, ტრენინგებზე და აღჭურვაზე.