თეა წულუკიანი: ვფიქრობ, აშშ-ს დელეგაციისთვის ცნობილი იყო, რომ კონტროლის პალატა  „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ პოლიტიკური პროპაგანდის  იარაღადაა გადაქცეული

თეა წულუკიანი: ვფიქრობ, აშშ-ს დელეგაციისთვის ცნობილი იყო, რომ კონტროლის პალატა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ პოლიტიკური პროპაგანდის იარაღადაა გადაქცეული

„უპირველესი მიზანი იყო აშშ-ს სახელმწიფო მდივნისთვის  ინფორმაცია ჩვენი მხარდამჭერების ზეწოლაზე მიგვეწოდებინა. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ  სახელმწიფო მდივნისთვის და ამერიკელი დელეგაციისთვის ცნობილი იყო ფაქტი, რომ დღევანდელი კონტროლის პალატა და ქალბატონი მოგელაძის უწყება  „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ პოლიტიკური პროპაგანდის საუკეთესო იარაღადაა გადაქცეული“, - ამის შესახებ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა presage.tv (for.ge) -ის პრესკლუბში  განაცხადა.

წულუკიანის თქმით, პირადად მან ჰილარი კლინტონთან კერძო კომპანიის  მენეჯმენტ სერვისის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კერძო კომპანიას არა სამართლებრივი არამედ, პოლიტიკური ბრალდება წაუყენეს.

„ქვეყანაში რომელშიც სააკაშვილი ქადაგებს, რომ ბიზნესი თავისუფლად ჰყვავის, კომპანიებს  აკოტრებენ მხოლოდ იმის გამო, რომ მან „გაბედა“ და  „ქართული ოცნების“ კოალიციას ოფისები მიაქირავა.  მას საყვედურობენ იმას, რომ მომგებიანი ბიზნეს პროექტები შეიმუშავა იმ კოალიციის სასარგებლოდ, რომელიც ნაციონალური მოძრაობას არ აწყობს. ასევე ვისაუბრე კონტროლის პალატისადმი მარტში  და მაისში  ინდივიდების ორ სხვადასხვა ტალღის დაბარებაზე. ჩვენი უპირველესი საზრუნავი იყო აშშ-ს სახელმწიფო მდივნისთვის გვეცნობებინა, რომ ამომრჩეველს არ ეძლევა საშუალება თავისუფლად ისუნთქოს თუკი ის მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს“, - განაცხადა წულუკიანმა.