ამერიკელები პირველად არ ამბობენ, რომ სააკაშვილი  საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, პოლიტიკიდან უნდა  წავიდეს

ამერიკელები პირველად არ ამბობენ, რომ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ჰილარი კლინტონმა ძალიან კარგად იცის დიპლომატიის ენა, თუმცა მმართველი გუნდის წევრები სააკაშვილის პოლიტიკას გააგრძელებენ.
„ არსებობს ფორმულა, რომელიც აწყობს სააკაშვილს და ეს ფორმულა ასეთია: არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და გაიმარჯვებს ის, ვისაც ქართველი ხალხი აირჩევს. არის ფორმულა, რომელიც ამბობს, რომ ჩატარდება არჩევნები და მოხდება ხელისუფლების გადაცემა. განსხვავება ის არის, რომ სააკაშვილმა, რომელმაც ამოწურა თავისი ვადა, უნდა დაამთავროს პოლიტიკური მოღვაწეობა და ხოლო მეორეში იგულისხმება რომ სააკაშვილი პრეზიდენტობიდან უნდა წავიდეს, პრემიერად მოგვევლინოს და ა.შ. ჰილარი კლინტონმა ძალიან კარგად იცის დიპლომატიის ენა, თანაც ამერიკელები ამას პირველად არ ამბობენ. ისინი ამბობენ, რომ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, თუმცა რა თქმა უნდა, ყველაფერს მაინც ქართველი ხალხი წყვეტს.
ჰილარი კლინტონის განცხადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის გეგმის მიხედვით, მმართველი პარტიის წევრები არ შეცვლიან თავის პოლიტიკას და გააგრძელებენ იმ ხაზით, რომ ამერიკა მხარს გვიჭერს, რასაც გვინდა იმას ვიზამთ და „მუმიები“ ვერ დაგვამარცხებენ. მიხეილ სააკაშვილს ფეხებზე ჰკიდია სტრატეგიული პარტნიორის აზრები. რა მოჰყვება ამას შედეგად, ჩემთვის კარგადაა ცნობილი-ქართველი ხალხი საეჭვო პრეზიდენტს თავის ადგილს მიუჩენს“,-აცხადებს ბერძენიშვილი.