შალვა პაპუაშვილი: ადამიანს, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდა პოლიციელებს ეხუტებიან, ხოლო პოლიციელს, რომელიც იცავდა საზოგადოებას სანქციებს უწესებენ, ეს არ არის ის მიდგომა, რომელიც სტრატეგიულმა პარტნიორმა უნდა გამოიჩინოს

შალვა პაპუაშვილი: ადამიანს, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდა პოლიციელებს ეხუტებიან, ხოლო პოლიციელს, რომელიც იცავდა საზოგადოებას სანქციებს უწესებენ, ეს არ არის ის მიდგომა, რომელიც სტრატეგიულმა პარტნიორმა უნდა გამოიჩინოს

ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ სამწუხაროდ, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, განსაკუთრებით წინა ელჩის გარკვეული ქმედებებიდან გამომდინარე, არის ისეთ ზღვარზე მისული, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

მისი თქმით, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მზაობისა ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების პასუხია ცრუ ნარატივები და სანქციები.

„ჩვენ არა ერთხელ ვთქვით და გამოვხატეთ ჩვენი მზაობა ამ ურთიერთობების გადატვირთვისთვის. თუმცა იმისთვის, რომ მოხდეს ამ ურთიერთობების გადატვირთვა საჭირო არის შეწყდეს ის ცრუ ბრალდებები, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ისმის და ის ცრუ ნარატივები, რომელიც ვრცელდება საქართველოსთან დაკავშირებით. მათ შორის ცრუ ბრალდებების ერთ-ერთი ნაწილი არის სანქცირება და სანქცირება პოლიციელების განსაკუთრებით. ნებისმიერ ქვეყანაში პოლიციელი არის სახელმწიფოს სახე და წარმომადგენელი. ამიტომ ნებისმიერი თავდასხმა პოლიციელზე, ეს არის თავდასხმა სახელმწიფოზე. და სახელმწიფოზე თავდასხმა, ეს არის თავდასხმა ხალხზე. და რა თქმა უნდა აქ განსაკუთრებით მგრძნობიარეა ნებისმიერი ქვეყანა. განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რასაც ვაკვირდებით ბოლო ორი წელია. ჩვენ როდესაც ვხედავთ რომ ადამიანი, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდა პოლიციელებს იმას ეხუტებიან, ხოლო პოლიციელი, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილებისგან“ იცავდა საზოგადოებას მას სანქციებს უწესებენ, ეს რა თქმა უნდა არ არის ის მიდგომა, რომელიც სტრატეგიულმა პარტნიორმა უნდა გამოიჩინოს პარტნიორის მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, პოლიციელების დასანქცირება მოხდა სრულიად უსაფუძვლოდ და გადაწყვეტილება არ ეყრდნობა არანაირ მტკიცებულებას ან სასამართლო გადაწყვეტილებას.