გია ყანჩელი „ბრავო რექორდსში“ (VIDEO)

გია ყანჩელი „ბრავო რექორდსში“ (VIDEO)

„ბრავო რექორდსმა“,   „ქართული ხმების“ პროექტთან დაკავშირებით გია ყანჩელი მიიწვია.  ქართული ხმების საიუბილეო ალბომი „ბრავო რექორდსში“ ჩაიწერება. ალბომი ორდისკიანი იქნება - ქალაქური სიმღერები და ფოლკლორი. ამ ეტაპზე რეპერტუარის შერჩევა მიმდინარეობს, პარალელურად კი არანჟირებები კეთდება. გია ყანჩელის „ჰერიო ბიჭებო“ ქართული ხმების ქალაქური სიმღერების რეპერტუარში 12 სიმღერიდან ერთ-ერთია.

დღეს გია ყანჩელმა მამუკა ბეგაშვილის მიერ გაკეთებული არანჟირების ახალი ვერსია მოისმინა და როგორც სიმღერის ავტორმა „ბრავო რექორდს“ რამდენიმე რჩევა მისცა.

ქართული ხმების 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით შემოდგომაზე   ალბომის გამოცემა და გრანდიოზული კონცერტი იგეგმება.