ზურაბ აბაშიძე: ივანიშვილი საარჩევნო სიაში, რომ არ იყოს ამით  „ქართული ოცნების“ შანსები არ შემცირდება

ზურაბ აბაშიძე: ივანიშვილი საარჩევნო სიაში, რომ არ იყოს ამით „ქართული ოცნების“ შანსები არ შემცირდება

პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე პრეზიდენტისამი პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წერილს  მიესალმება და დადებითად აფასებს.

აბაშიძის განცხადებით, ეს სრულებით გამართული და ლოგიკური მიდგომაა.

„ამ წერილის მოტივი ისაა, რომ ჩემს გამო კონსტიტუციას ნუ შეცვლითო. წერილში ყველაფერი ლოგიკურადაა მოყვანილი და დასაბუთებულია. მიმაჩნია, რომ ეს ლოგიკური გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, ამით პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ შანსები არ შემცირდება.

„არ ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც დიდ გავლენას  იქონიებს პირადად მიიღებს თუ არა მონაწილეობას. პირადად ჩაუდგება თუ არა  საპარლამენტო სიას სათავეში  არამგონია გადამწყვეტი მნიშვნელობის იყოს“, - განაცახად აბაშიძემ.

შეგახსენებთ, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გუშინ ღია წერილით მიმართა. წერილის თანახმად, თუ პრეზიდენტი ხელს მოაწერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა, იგი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.