„ქართული ოცნებისთვის“  შემოწირულობის გამო, კონტროლის პალატის მიერ დაჯარიმებულები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ

„ქართული ოცნებისთვის“ შემოწირულობის გამო, კონტროლის პალატის მიერ დაჯარიმებულები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ

 

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“  შემოწირულობის გამო კონტროლის პალატის მიერ დაჯარიმებული მარიამ მეტრეველი, ვახტანგ ედიშერაშვილი, ბესიკ მუმლაური და თამაშა ჩიტაია დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებენ და დავის გაგრძელებას ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში აპირებენ.  ამის შესახებ მათ   presage.tv-ის (for.ge) მედიაკლუბში პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათი ადვოკატის, ალა კახნიაურის განცხადებით, მათ  2012 წლის თებერვლის დასაწყისში  „ქართული ოცნების“  ანგარიშზე   შემოწირულობა განახორციელეს. კერძოდ,  სამმა მათგანმა ამ ორგანიზაციაში  10 000 ლარი და თამაშა ჩიტაიამ 5000 ლარი შეიტანა.

კახნიაურის განცხადებითვე,  კონტროლის პალატამ  „ქართული ოცნება“  პოლიტიკურ პარტიას გაუთანაბრა, მონიტორინგის სუბიექტად  გახადა და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული შემოწირულების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

ადვოკატის თქმით, შემოწირულების კანონიერების შესწავლის შემდეგ, ისინი დაიბარეს კონტროლის პალატაში ჩამოართვეს ახსნა-განმარტებები  და  ადმინისტრაციულ განხილვაზე დაიბარეს, თუმცა  ადვოკატის აყვანის და მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა არ მისცეს.

შედეგად კი, სამი მათგანი დაჯარიმდა ასი ათასი ლარის, ხოლო თამაშა ჩიტაია 50 000 ლარის ოდენობით.

„ეს უკანონო დადგენილებები  სასამართლoში გავასაჩივრეთ რა თქმა უნდა, იმედი არ გვქონდა, რომ სასამართლო დააკმაყოფილებდა ჩვენს მოთხოვნას,  მაგრამ აღნიშნული პროცედურების დაცვა აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი უფლებები ადამაინის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაგვეცვა. ეს ყველაფერი აღნიშნული პირები სამაგალითოდ დასჯას ემსახურება,  გადაიხადონ  დიდი ოდენობის თანხა  და სხვებისთვის ეს  ჭკუის სასწავლებელი იყოს, რადგან  „ქართული ოცნების“ ანგარიშზე თანხის შეტანა არ გაბედონ“, - განაცხადა კახნიაურმა.

კახნიაურის განცხადებითვე, მათ არ ჩაუდენიათ დანაშაული და არ ჰქონიათ  გადაცდომა ზღვართან, რაც  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონშია გათვალისიწნებული.

 მისივე თქმით, მათ მიერ სასამართლოში წარდგენილი  მტკიცებულებები  არ გამოიყენა არც ერთმა ინსტანციამ.

„სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ელემენტარული მათემატიკა და არ დაითვალა ის თანხმები, რაც  ჩვენი  მტკიცებულების შესაბამისად გვქონდა წარდგენილი“,- განაცხადა კახნიაურმა.

ადვოკატი ბესიკ მუმლაურისა და  თამაშა ჩიტაიას ოჯახის მაგალითზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი შემოსავალი ერთი წლის განმავლობაში  ოცდათვრამეტი ათას ხუთას ლარს შეადგენდა და თვიური გასავალი კონტროლის პაალატის მიერ იყო დადგენილი რვაასი ლარის ოდენობით.

„თუ ჩვენ გავზრდით ამ თანხას და გავამრავლებთ თორმეტზე მივიღებთ თორმეტი ათასს შესაბამისად,  მათი დანაზოგი ერთი წლის განმალოვბაშ შეადგენდა 28 500 ლარს. ამხელა დანაზოგის მფლობელს შეეძლო აღნიშნული დანაზოგის განხორციელება“, - განაცხადა კახნიაურმა.

კახნიაურის თქმითვე, მათ საჩივარი გამზადებული აქვთ ევროპული სასამართლოსთვის, თუმცა საქმე იმაშია, რომ მალე იძულებით  აღსრულების პროცესი დაიწყება, რაც ამ ხალხის  ქონების დაყადაღებას და  აუქციონზე გატანას ნიშნავს.

ერთ-ერთი დაჯარიმებულის, მარიამ მეტრეველის განცხადებით, ის ნათია მოგელაძის სამსახურიდან უკანონოდ ისჯება.

„9 თებერვალს შემოწირულეობა გავაკეთე „ქართული ოცნების“ მიმართ.  ვფიქრობ, რომ უკანონოდ ვისჯები.  უამრავმა მეგობარმა შემომთავაზა დახმარება,  მიმიწვიეს საქველმოქმედო  ორგანზიაცია  „ქომაგში“,  მაგრამ  ეს თემა მე შეურაცხმყოფელად მიმაჩნია.  არ ვფიქრობ, რომ დანაშაული ჩაივიდინე, მე როგორც მოქალაქეს  უფლება მაქვს, თუ არ მაქვს უნდა მქონდეს, რომ ჩემი შემოსავალი ჩემი სურვილისამებრ განვკარგო.  არ ვაპირებ  უკანონოდ დაკისრებული ჯარიმა  სახელმწიფო ბიუჯეტში შევიტანო“, - განაცხადა მარიამ მეტრეველმა.

კიდევ ერთი დაჯარიმებული, ბესიკ მუმლაური თავს დამნაშავედ არ გრძნობს  და ჯარიმის გადახდას არც ის აპირებს.

„გვქონდა საშუალება გადაგვერიცხა თანხა და  გვერდით ამოვდგომოდით „ქართული ოცნებას“.   მართალი ვარ, ამიტომ არავითარი თანხის გადახდას არ ვაპირებ. გავაგრძელებთ დავას ევროპის სასამართლოში. იმედია,  შედეგს ჩვენს სასარგებლოდ მივაღწევთ. კიდევ მაქვს დანაზოგი 2000 ლარის ოდენობით და იმის შეტანასაც ვაპირებ „ქართული ოცნების“  ანგარიშზე“, - განაცხადა ბესიკ მუმლაურმა.