რაც უფრო ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები, მით უფრო მეტად დავინახავთ ჩვენს ოპონენტებს, რომლებიც უკან იხევენ თავიანთ ვითომ მტკიცე გადაწყვეტილებაში არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. მისივე თქმით, ოპოზიციის რეიტინგები მათთვის დამაიმედებელი არ არის.
„მას შემდეგ, რაც მათ ჩაუვარდათ რევოლუციური სცენარები, ერთადერთი რაც დარჩენიათ არის არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა მათი რეიტინგები ნამდვილად არ არის მათთვის დამაიმედებელი“, - მიიჩნევს წილოსანი.
„ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ დღეს ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე მსჯელობისკენ მოუწოდა.