ერდოღანი შეიძლება ანტისირიულ პოლიტიკას შეეწიროს

ერდოღანი შეიძლება ანტისირიულ პოლიტიკას შეეწიროს

თურქი ჟურნალისტები თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს თანამდებობის დატოვებას ურჩევენ და აცხადებენ, რომ თურქი ხალხი არასდროს აპატიებს სამართლიანობისა და განვითარების პარტიას ანტისირიული პოლიტიკის გატარებას და სირიის საშინაო საქმეებში ჩარევას.

საინფორმაციო საიტის „ODA TV“-ს ჟურნალისტი ნიხატ გენჩი ერდოღანის მთავრობას სირიელი ხალხის საწინააღმდეგოდ გატარებულ  პოლიტიკაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ თურქი და სირიელი ხალხის მეგობრობა და სირიელებისადმი სოლიდარობა უცვლელია.

ცნობილი თურქი ჟურნალისტი და მწერალი არსლან ბოლოტი ერდოღანს ამერიკული ჰეგემონიის პროექტის მონაწილედ მიიჩნევს და თავის მთავრობასთან ერთად სასწრაფო გადადგომისკენ მოუწოდებს.