საფრანგეთში კანის საიუბილეო  კინოფესტივალი გაიხსნა

საფრანგეთში კანის საიუბილეო კინოფესტივალი გაიხსნა

საფრანგეთში სტარტი აიღო კანის საიუბილეო 65-ე კინოფესტივალმა, რომელიც დღეიდან 27 მარტამდე გაგრძელდება.  უკვდავი მერლინ მონრო, მისი გარდაცვალებიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით  კინოფესტივალის სახე გახდა.

კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე წელს ცნობილი იტალიელი რეჟისორი, მსახიობი და პროდიუსერი ნანი მორეტია. მასთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილ ფილმებს შეაფასებენ პალესტინელი რეჟისორი და მსახიობი  ჰაიმ აბასი, ბრიტანელი რეჟისორი ანდრეა არნოლდი, ფრანგი მსახიობი ემანუელ დევო, გერმანელი მსახიობი დაიან კრიუგერი, დიზაინერი ჟან პოლ გოტიე, მსახიობი ევან მაკგრეგორი, რეჟისორი და მსახიობი ალექსანდრ პეინი და რეჟისორი რაულ პეკი.

ჟიურის არჩევანის გაკეთება 22 ფილმს შორის მოუწევს. გამარჯვებული ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე 27 მაისს გამოავლინდება და შესაბამისად, ამ ტიტულის მფლობელს, ფესტივალის უმაღლესი ჯილდო „ოქროს პალმის რტო“ გადაეცემა.

„კანის კლასიკა -2012“-ის სექციაში ნაჩვენები იქნება სტივენ სპილბერგის, ანდრეა კანჩალოვსკის, რომან  პოლანსკის, კლოდ მილერის, ალფრედ ჰიჩკოკის, რობერტო როსელინის, ვუდი ალენისა და სხვათა ფილმები.

არასაკონკურსო პროგრამაში ნაჩვენები იქნება ბერნარდო ბერტოლუჩის ბოლო ფილმი „შენ და მე“ . ცოტა ხნის წინ, ამ ფილმს  კანის 65-ე კინოფესტივალის, ერთ-ერთი, მთავარი იმპულსი უწოდეს.

ფესტივალის ჟიურის თავჯდომარის ნანი მორეტის გადაწყვეტილებით,  კინოს ისეთი მეტრისთვის, როგორიც ბერნარდო ბერტოლუჩია, კონკურსში ასეთი რანგით მონაწილეობა არასწორია. ამიტომაც,  ფილმის „შენ და მე“- ს მსოფლიო პრემიერა,  კანის კინოფესტივალზე, არასაკონკურსო პროგრამაში გაიმართება.

გასულ წელს ეს ფილმი დაანონსებული იყო, როგორც ბერტოლუჩის პირველი 3D ფილმი, თუმცა რეჟისორმა ეს ჭორები უარჰყო და 3D ტექნოლოგიების მოდურ ფორმას,- „ვულგალური“ უწოდა.

ფილმში მთავარ როლებს ასეულებენ,-იტალიელი დებიუტანტი მსახიობი ჯაკობო ოლმო ანტინორი  და რეჟისორ ევა გრინის მუზა, ტეა ფალკო, ბრწყინვალე ქერათმიანი ქალბატონი, არაჩვეულებრივი სილამაზითა და ქარიზმით.

ფილმი დაფუძნებულია ნიკოლო ამანტის წიგნზე. სცენარის დამუშავებაში მონაწილეობა თავად ბერტოლუჩიმ მიიღო, მესამე სცენარისტი კი, უმბერტო კონტრაელოა.

„შენ და მე“, - უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ბერტოლუჩის ბოლო ფილმია. აღსანიშნავია ისიც, რომ „შენ და მე“ (Io e te) მაესტროს, პირველი ფილმია, მთელი 30 წლის განმავლობაში, რომელიც მან იტალიურ ენაზე გადაიღო.

გასულ წელს,  რეჟისორმა კანის კინოფესტივალის საპატიო პრემია,- ოქროს პალმის რტო მიიღო, რომელიც 71 წლის მაესტროს ფესტივალის დირექტორმა ჟილ ჟაკობმა პირადად გადასცა.