მოსკოვის ცენტრში მშვიდობიანი აქცია ომონმა დაშალა

მოსკოვის ცენტრში მშვიდობიანი აქცია ომონმა დაშალა

სპეცდანიშნულების რაზმმა მოსკოვის ცენტრში მშვიდობიანი აქცია დაშალა. „ჩისტიე პრუდის“  ბულვარზე ომონი მძინარე მოქალაქეებს გაუსწორდა. პოლიცია ბანაკში შეიჭრა და რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავა.

გადაწყვეტილება ბანაკის გაუქმების შესახებ ბასმანის სასამართლომ მიიღო. მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები დაშალეს, ომონის მებრძოლებმა მთელი ტერიტორია ალყაში მოაქციეს.

ოპოზიციის მხარდაჭერები დანებებას არ აპირებენ. პუტინ-მედვედევის დაუსრულებელი მმართველობით უკმაყოფილო რუსეთის მოქალაქეები ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინის გადადგომის მოთხოვნით აქციებს არ შეწყვეტენ.