ირაკლი ლექვინაძე: ყველგან პრინციპის მიხედვითაა დაწყობილი კორპორატიული და სამომხმარებლო ტარიფები, ჩვენს გარდა

ირაკლი ლექვინაძე: ყველგან პრინციპის მიხედვითაა დაწყობილი კორპორატიული და სამომხმარებლო ტარიფები, ჩვენს გარდა

ეკონომიკის ექსპერტ ირაკლი ლექვინაძის აზრით, არსებობს იმის რესურსები, რომ სამომხმარებლო და კორპორატიულმა ტარიფებმა დაიწიოს და ეს მარეგულირებელი კომისიის გადასაწყვეტია.

„სამომხმარებლო ტარიფი საქართველოში მაღალია და ამაზე მაღალია კორპორატიული ტარიფი. თვითონ პრინციპია არასწორი, როდესაც ტარიფებია მაღალი.  ყველგან პრინციპის მიხედვითაა დაწყობილი კორპორატიული და სამომხმარებლო ტარიფები, ჩვენს გარდა. ეს ყველაფერი ქართული ბიზნესის განვითარებას უშლის ხელს.

რაც შეეხება ტარიფების შემცირების რესურსებს, გადასახედია ხარჯთაღრიცხვა, რომელსაც მარეგულირებელი ადგენს, თვითონ გენერაციის ტარიფი ძალიან დაბალია - 4-5 თეთრის ფარგლებშია ჰიდრორესურსის ნაწილში, დისტრიბუცია,დისპეჩერიზაცია, იქ კიდევ განაწილების და სხვადასხვა ხარჯები შემოდის და თავიდანაა ეს ყველაფერი გადასათვლელი, ანუ ეს დამოკიდებულია, მოგების მარჟა რამდენად არის დაბალი. ჩვენთან არ არის ისე, სადისტრიბუციო კომპანიები მოგების მაღალ მარჟაზე მუშაობდნენ, რათა მალე ამოიღონ ის ინვესტიციები, რაც ამ სექტორშია ჩადებული. ეს რესურსი არსებობს რეალურად, ტარიფების დაწევის საკითხი მარეგულირებელი კომისიის მოვალეობაა, რის შემდეგაც  ტარიფების შემცირება გახდება შესაძლებელი“,-აცხადებს ლექვინაძე.