ცხინვალი გაკვირვებულია ეუთოს  სურვილით აღადგინოს სადამკვირვებლო მისია

ცხინვალი გაკვირვებულია ეუთოს სურვილით აღადგინოს სადამკვირვებლო მისია

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაკვირვებულია ეუთოს სურვილით, აღადგინოს სადამკვირვებლო მისია „ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში“. ეუთოს ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მატეო მეკაჩიმ თბილისში ყოფნისას განაცხადა, ევროკავშირის სურვილია ივლისის თვიდან სადამკვირვებლო მისიის აღდგენა.

„ ეუთომ  ამ სურვილმა გაკვირვება გამოიწვია იმიტომაც, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს აგრესიის შემდეგ და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნობის შემდეგ, არანაირი „ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონა“ არ არსებობს, სამაგიეროდ არის დაურეგულირებელი ურთიერთობები ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის. ძალიან საიტერესოა სად აპირებს ბატონი მეტაჩი ეუთოს  მისიის განლაგებას?

რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და ეუთოს ურთიერთობებს, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ეუთოს არ შეეძლო ძველებური მანდატის ფარგლებში ემუშავა რესპუბლიკაში, ახალი მანდატი კი ჯერ არ არსებობს. მიუხედავად იმის, რომ გვაქვს სერიოზული პრეტენზიები ეუთოს მისიის წარმომადგენლების ქმედებებისა და პოზიციის შესახებ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ არაერთხელ მიმართა ეუთოს წინადადებით, 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, განეხილათ არსებული მდგომარეობა რესპუბლიკაში, მის სახელმწიფოდ ცნობასთან დაკავშირებით, თუმცა აქამდე ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩვენს მოთხოვნებს, გამოხმაურებები არ მოჰყოლია.

სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის ითანამშრომლოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ვინც პატივისცემას გამოავლენს სამხრეთ ოსეთის მიმართ და აღიარებს მის პოლიტიკურ რეალიებს“,-ნათქვამია განცხადებაში.