დავით დარჩიაშვილი: ევროპის სამეზობლო პოლიტიკის რაღაც რეკომენდაცია შეიძლება საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესაფერისი არ ყოფილიყო

დავით დარჩიაშვილი: ევროპის სამეზობლო პოლიტიკის რაღაც რეკომენდაცია შეიძლება საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესაფერისი არ ყოფილიყო

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით დარჩიაშვილი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიშს, რომელიც 2011 წელს მოიცავს დადებითაც აფასებს და აცხადებს, რომ 2011 წელს ევროკავშირის მიერ შეთავაზებული 82 დეკლარაციიდან საქართველო 42-ს, რომ არ შეერთებოდა  ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკეები დაწყებული არ იქნებოდა.

რაც შეეხება განცხადებას, რომ ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, საქართველომ საარჩევნო კოდექსში ზოგიერთი მთავარი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ეს  ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმაა, რომელიც უსაფრთხოებიდან კულტურისა და განათლებამდე სფეროებს მოიცავს  და ბუნებრივია, რაღაც რეკომენდაცია შეიძლება საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესაფერისი არ ყოფილიყო.

„ძალზე კარგადაა ცნობილი, რომ რეკომენდაციების უმრავლესობა გათვალისწინებული იქნა.  ამ პროცესში მონაწილეობდა პოლიტიკური სპექტრი ოპოზიციის ჩათვლით.  გადაწყვეტილებები აბსოლუტურად სამართლებრივად და საპარლამენტო რეგლამენტის მიხედვით იქნა მიღებული, თუ კი რომელიმე რეკომენდაცია არაა მთლად შესაფერისი დღეს საქართველში არსებული პოლიტიკური ვითარებისა, ეს ჩვეულებრივი ამბავია“,-განაცხადა დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება, ევროკავშირსა და საქარველოს შორის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც  2011 წლის 31 დეკემბერს გაუვიდა ვადა, დარჩიაშვილის განცხადებით,  ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ, რომ იქამდე გააგრძელებენ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადას, სანამ ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებები საკმარისად განვითარებულ ეტაპზე არ გადავა.

„ბუნებრივია, ერთი სამოქმედო გეგმა მეორეს ჩაენაცვლება. ამაზე პრინციპულად შეთანხმებაა, მაგრამ ამას თავისი პრცედურები აქვს“,-განაცხადა დარჩიაშვილმა.