ფრაქცია  „დედაქალაქი“  სანიაღვრე სისტემაზე პასუხიმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

ფრაქცია „დედაქალაქი“ სანიაღვრე სისტემაზე პასუხიმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

საკრებულოს ფრაქცია „დედაქალაქი“  სანიაღვრე სისტემაზე პასუხიმგებელი პირებისგან ახსნა განმარტებების მიღებასა და  კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

ფრაქციის წარმომადგენლების განცხადებით, გასულ დღეებში ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში სტიქიური ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია, რაც ცხადყოფს, რომ დედაქალაქში სანიაღვრე სისტემა ამორტიზირებულია და ფაქტიურად, არ ფუნქციონირებს.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „დედაქალაქი“, რომლის თავმჯდომარე  პარტია „თავისუფალი საქართველო“-ს ლიდერი კახა კუკავაა, ფრაქციის სხდომაზე ახსნა-განმარტებებისთვის თბილისის სანიაღვრე სისტემებზე პასუხისმგებელი პირების დაბარებას ითხოვს.

„სისტემა გადაუდებლად საჭიროებს შეცვალს, ვინაიდან, შესაძლოა სამომავლოდ უფრო მძიმე შედეგების და უფრო მეტი მსხვერპლის მომსწრენი გავხდეთ. მივიჩნევთ, რომ აუცილებელია გადაიხედოს დედაქალაქის ბიუჯეტის განკარგვის არსებული პრიორიტეტები და ფასადების შეღებვის, უსარგებლო სკულპტურული ნაგებობების თუ სხვადასხვა საკონცერტო ღონისძიებების დაფინანსების სანაცვლოდ, თანხები უნდა დაიხარჯოს ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებზე, როგორიცაა სანიაღვრე სისტემის გამართულობა“,-განაცხადა კუკავამ.

შეგახსენებთ, საკრებულოს სხდომაზე დღეს სტიქიასთან დაკავშირებით საბიუჯეტო ცვლილებებს განიხილავენ. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილის განცხადებით, დაზარალებულ ოჯახების დროული დახმარება სჭირდებათ.

„აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება შესაბამისი ცვლილებები განვიხილოთ. ცვლილებები დაზარალებულებისთვის სხვადასხვა სახის დახმარების გაწევას ეხება“ - განაცხადა შოშიაშვილმა.