ირაკლი ბათიაშვილი: „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მიღებას „სახალხო კრება“ მიზანშეწონილად არ მიიჩნევს

ირაკლი ბათიაშვილი: „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მიღებას „სახალხო კრება“ მიზანშეწონილად არ მიიჩნევს

„ქართული ოცნების“ მიერ 27 მაისს დაგეგმილი აქცია კოალიციის საარჩევნო კამპანიის დასაწყისია, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ მასში მონაწილეობა სხვა რომელიმე ორგანიზაციამ ან პარტიამ არ უნდა მიიღოს“ - ასე გამოეხმაურა სახალხო კრების წევრი ირაკლი ბათიაშვილი მაია ფანჯიკიძის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ თუ სახალხო კრების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან, ისინი სიამოვნებით მიიღებენ მათ. როგორც ბათიაშვილი აცხადებს, აქციაზე საზოგადოების დიდი ნაწილის მისვლა სწორედ კოალიციის ინტერესებში შედის.

 „ამ შემოთავაზებაში განსაკუთრებული ჟესტი არ უნდა დავინახოთ. გასაგებია მათი შემოთავაზება - მათ ხალხის დიდი მასა სჭირდებათ აქციაზე. თანაც იქ მისვლა აკრძალული არავის აქვს.  არც სახალხო კრების წარმომადგენლებს, არც ჟურნალისტებს და არც რიგით მოქალაქეებს“ - განაცხადა ბათიაშვილმა.

ბათიაშვილის განცხადებით, ღონისძიებასთან შეერთების შესახებ ამ ეტაპზე არანაირი მსჯელობა არ მიმდინარეობს, მათ მიერ რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრა კი სახალხო კრების მიერ დაგეგმილ აქციის განრიგს შეეხებოდა.

„რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრაზე ჩვენ მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ ამ საკითხის განხილვა, ჩვენ ჩვენი აქციის განრიგი დავგეგმეთ: 21 მაისს შერატონ მეტეხი პალასში გასული წლის 21 26 მაისის აქციისადმი მიძღვნილი დიდი ღონისძიება ჩატარდება, 23 მაისს ბათუმში გვექნება გასვლა და იქ ჩავატარებთ ღონისძიებას, 26 ში -კი სამებაში პარაკლისს გადავიცხით“ - აღნიშნა ბათიაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ „სტუმარი ღვთისაა“ და „სახალხო კრებას“ მათ მიერ დაგეგმილ აქციაში სიამოვნებით მიიღებენ.