„ევრო 2020“-ის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანის ბოლო დღეს  აზერბაიჯანმა მასზე უარი განაცხადა

„ევრო 2020“-ის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანის ბოლო დღეს აზერბაიჯანმა მასზე უარი განაცხადა

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის მსურველთა მხრიდან UEFA-ში განაცხადების შეტანის ვადა დღეს იწურება. 

ამ დროისთვის „ევრო 2020“-ის მასპინძლობის შესახებ UEFA-ში ოფიციალური განაცხადი მხოლოდ თურქეთს აქვს შეტანილი, რომელიც ტურნირის მასპინძლობის მთავარი პრეტენდენტია. 
საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ ევროპის ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობის ინიციატივით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა ბაქოში ვიზიტისას გამოვიდა. 

თუმცა დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკამ საქართველოსთან ერთად საფეხბურთო „ევრო 2020”-ს მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად უეფაში განაცხადის შეტანაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სპორტული პორტალი „აზერისპორტი” აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან ელხან მამედოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

პორტალის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა გადაწყვიტა, რომ მთელი ძალისხმევა 2020 წლისათვის ბაქოში ოლიმპიადის ჩატარების უფლების მინიჭებისთვის მუშაობაზე მიმართოს.

„აზერისპორტის” ინფორმაციით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არ დაამტკიცებს იმ ქალაქის კანდიდატურას, რომელიც ოლიმპიადის პარალელურად კიდევ ერთ მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს.