საფრანგეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

საფრანგეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

რამდენიმე საათში საფრანგეთში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია დაიწყება. ქალაქის ცენტრში უკვე აღმართეს სპეციალური თეთრი კედელი, რომელზეც ფრანსუა ოლანდს მსურველები წარწერებს უტოვებენ.

უფლებამოსილებას ელისეის სასახლეში ფრანსუა ოლანდს ნიკოლა სარკოზი გადასცემს. ცერემონიალის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი ქალაქში ავტომობილით გაისეირნებს, შემდეგ პარიზის მერიაში სპეციალურ სიგელს ხელს მოაწერს და ქალაქის მედალს მიიღებს.იქვე გამოაცხადებს ახალი პრემიერ მინისტრის ვინაობას. 

საღამოს ფრანსუა ოლანდი, პრეზიდენტის რანგში, პირველ საერთაშორისო შეხვედრაზე გაემგზავრება. ის გერმანიაში ჩავა, სადაც ანგელა მერკელს შეხვდება.