კონტროლის პალატა: ფონდ „ქომაგთან“ დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადება პოლიტიკური ხასიათს ატარებს

კონტროლის პალატა: ფონდ „ქომაგთან“ დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადება პოლიტიკური ხასიათს ატარებს

კონტროლის პალატა  ფონდ ,,ქომაგის“ დაარსების, მისი საქმიანობის მიზნების შესახებ, კოალიცია  „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს გაეცნო და განცხადება გაავრცელა.

კონტროლის პალატა ფონდთან  დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებას შემაშფოთებლად მიიჩნევს.

კონტროლის პალატის აზრით, ეს განცხადება, რომლის სუბიექტები, შინაარსი და ფორმა პოლიტიკური ხასიათითაა ნიშანდებული, დაუფარავად უშვებს პოლიტიკური დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შესაძლებლობას, რის გამოც იწვევს შეშფოთებას და მოითხოვს პრევენციულ რეაგირებას.

„ფინანსური მონიტორინგის სამსახური ყურადღებით დააკვირდება მოვლენების შემდგომ განვითარებას და კანონდარღვევის დადგენილ ფაქტებთან დაკავშირებით მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ზომებს“,-ნათქვამია კონტროლის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კონტროლის პალატა მოუწოდებს სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ასევე დაინტერესდნენ ამ განცხადებით, ვინაიდან პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობისა და ანგარიშგების სისტემის ეფექტიანობა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მათ აქტიურ ჩართულობაზე ამ პროცესში.