ისანი-სამგორის რაიონის დეპუტატის მოადგილე ბესიკ გაზდელიანსა და „ქართულ ოცნების“ აქტივისტს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ისანი-სამგორის რაიონის დეპუტატის მოადგილე ბესიკ გაზდელიანსა და „ქართულ ოცნების“ აქტივისტს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ისანი-სამგორის რაიონის დეპუტატის მოადგილე ბესიკ გაზდელიანი და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები ისანი-სამგორის რაიონში  სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან მათი პრობლემის გასაცნობად მივიდნენ.

მოსახლეობამ ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა, რათა სტიქიის პრევენციისთვის მათ შესაბამისი სამუშაოები თავის დროზე არ გაატარეს.

შეკრების ერთ-ერთმა მონაწილემ, პრეზიდენტის სლოვენიაში ვიზიტიც გააპროტესტა და აღნიშნა, რომ „მაშინ როცა პრეზიდენტი სტიქიის შედეგად დაღუპული ბავშვების სამზიმარზე უნდა იყოს და  ფეხბურთის მატჩს ესწრება“.

მოსახლეობის უკმაყოფილება გამგებლის მოადგილემ არ მოიწონა და ის მოსახლეობასთან კამათში ჩაერთო, კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

გაზდელიანმა როგორც სიტყვიერი ისე ფიზიკური შეურაწხყოფა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ისანი-სამგორის წარმომადგენელს, ტატო გალდავას მიაყენა.