სერგეი უდალცოვი საპატიმროდან საავადმყოფოში გადაიყანეს

სერგეი უდალცოვი საპატიმროდან საავადმყოფოში გადაიყანეს

რუსული „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერი სერგეი უდალცოვი საპატიმროდან სასწრაფო დახმარების მანქანით მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მისი ადვოკატი ნიკოლოზ პოლოზოვი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, უკვე რამდენიმე დღეა  შიმშილობს და ასე აპროტესტებს უკანონო დაკავებას.

უდალცოვს ადმინისტრაციული დარღვევისთვის 15- დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ის უკვე რამდენიმე დღეა, მწვავე ტკივილებს უჩივის თირკმელებსა და მუცლის არეში. უდალცოვი კუჭის წყლულითაა დაავადებული და წესით, სპეციალურ კვებაზე უნდა იმყოფებოდეს.

ნიკოლოზ პოლოზოვი აცხადებდა, რომ სერგეი უდალცოვს რამდენჯერმე უთხრეს უარი საავადმყოფოში გადაყვანაზე, რაზეც განმარტა, რომ ხელისუფლებას მისი დაცვის ქვეშ მყოფის „მეთოდოლოგიური სიკვდილი“ სურს.

სერგეი უდალცოვი აქციებში მონაწილეობისთვის დააკავეს და ბრალად პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა წაუყენეს.