ზურაბ აბაშიძე: ნუ ვიხმართ ზმნას დაუბრუნდეს, დავით-გარეჯი ჯერ არავის წაუღია

ზურაბ აბაშიძე: ნუ ვიხმართ ზმნას დაუბრუნდეს, დავით-გარეჯი ჯერ არავის წაუღია

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებეზე, დიპლომატი ზურაბ აბაშიძე From.ge -სთან საუბარში აცხადებს, რომ როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხარის ინტერესებშია, რომ არ გაგრძელდეს ეს დაძაბულობა და გამოინახოს გონიერი გადაწყვეტილება.

„ჩვენ დღეს ისეთი ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანთან, რომ თავისუფლად თუ არა, ყოველშემთხვევაში შესაძლებელია, რომ დაძაბულობის, მანიფესტაციების გარეშე დასხნდნენ და გონიერი პოზიციების გათვალისწინებით ეს ყველაფერი მოგვარდეს, ნერვიული და კონფლიქტური ფონის გარეშე. ფაქტია, რომ საზღვრის ის მონაკვეთი შეთანხმებული არ არის. ამ საზღვრის თემა იოლი არ არის, ერთი მონაკვეთი მეორესთან შეუთანხმებელია, დაბრუნებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. ნუ ვიხმართ  ზმნას დაბრუნება, რადგან დავით-გარეჯი ჯერ არავის წაურთმევია.  ამ თემაზე კიდევ უნდა გაიმართოს კონსულტაციები და ეს საკითხი საბოლოოდ უნდა შეთანხმდეს.

საბჭოთა პერიოდში ათეული წლების განმავლობაში ვერც ჩვენ და ვერც აზერბაიჯანელები იქ ვერ შევდიოდით, რადგან სამხედრო პოლიგონი იყო. ასეთი მემკვიდრეობა დაგვიტოვა საბჭოთა კავშირმა, როდესაც ადმინისტრაციული საზღვარიც კი არ იყო ნორმალურად დაფიქსირებული, ეს იყო შავი ხვრელი. სამწუხაროდ, 90-იან წლებში ამ პრობლემის მოგვარება ვერ მოხდა და ახლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც უნდა  გამოინახოს გონიერი გადაწყვეტილება“,-განაცხადა აბაშიძემ.