ეჩმიაძინი სომხური ეკლესიის ჩამონგრევის გამო შეშფოთებულია

ეჩმიაძინი სომხური ეკლესიის ჩამონგრევის გამო შეშფოთებულია

 

საინფორმაციო სააგენტო ნიუს.ა-ი ინფორმაციით, სომხეთის სამოციქული ეკლესიის სასულიერო საბჭო 15 მაისს,  გამართავს სპეციალურ სხდომას, რომელზეც თბილისში, სტიქიური უბედურების დროს სომხური ეკლესიის „სურბ ნშანის“ ჩამონგრევის საკითხს მიეძღვნება.

 წმინდა ეჩმიაძინის პრესსამსახურის წარმომადგენლის მღვდელ ვაგრამ მელიქიანის ინფორმაციით, „სურბ ნშანი“ არ იყო სომხეთის სამოციქული ეკლესიის ქართული ეპარქიისთვის გადაცემული. მისი განცხადებით, სამოციქული ეკლესია ძალიან შეშფოთებულია საქართველოში არსებული სომხური ეკლესიების ბედით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ზემოთ აღნიშნული ეკლესია, რაც ეჩმიაძინის შეშფოთებას იწვევს.

სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიის ეპისკოპმა ვაზგენ მირზახანიანმა წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და სთხოვა, ქართულმა ხელისუფლებამ მიღოს ზომები საქართველოში არსებული სომხური კულტურის ძეგლების მოვლა-პატრონობისთვის, აგრეთვე სომხური ეკლესიისთვის თბილისში მდებარე ხუთი ეკლესიის გადაცემის შესახებ.