ეგვიპტეში „მიცვალებული ადგა“

ეგვიპტეში „მიცვალებული ადგა“

ლუქსორის მოსახლეობა სასწაულის მომსწრე გახდა. 28 წლის მიცვალებული,  ხამიდ ხაფეზა ალ ნუბი გამოსამშვიდობებელი ცერემონიალის დროს გაცოცხლდა. იქამდე კი ექიმებმა მისი გარდაცვალების ფაქტი ოფიციალურად დაამოწმეს.

ხამიდ ხაფეზ ალ ნუბი  მშენებელი  იყო და ლუქსორთან ახლომდებარე სოფელში მუშაობდა. ექიმების ვერსიით ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა, ინფაქტი გახდა, რომელიც ზედმეტმა ფიზიკურმა ზეწოლამ და ძლიერ  დატვირთულმა სამუშაო გრაფიკმა გამოიწვია. თვითმხილველთა ინფორმაციით ხამიდმა, მოულოდნელად  თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა.  შემდეგ ექიმებმა პაციენტის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურეს.

დღეს, მისი დაკრძალვის დღე იყო, ბიჭი კუბოში იწვა. შეკრებილი  სოფლის მოსახლეობ სასწაულის მომსწრე მაშინ გახდა, როდესაც გარდაცვლილის დედამ მისი სუნთქვა იგრძნო. ქალმა მოულოდნელად გონება დაკარგა და ექიმებს ამჯერად მისი მოსულიერება დასჭირდათ.