ყველაზე გრძელი მარშუტი ტაქსით გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

ყველაზე გრძელი მარშუტი ტაქსით გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

11 მაისს, სამი ინგლისელი მეგობარი სახლში ხანგრძლივი მოგზაურობიდან დაბრუნდა. მოგზაურობა ოთხ კონტინენტზე ტაქსით, შედგა. ის  წელიწადსა და სამ თვეს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში, მეგობრებმა გაიარეს 69 ათას კილომეტრზე მეტი და იმყოფებოდნენ 50-ამდე ქვეყანაში. სამი მეგობრის ეს მოგზაურობა გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე გრძელი მგზავრობა ტაქსით.

დაახლოებით, ოთხი წლის წინ, პოლ არჩერს, ლი პერნელსა და ჯონ ეპლისონს ალკოჰოლის დიდი დოზის მიღების შემდეგ მოუნდათ დანიშნულების ადგილზე ტაქსით მისვლა. თუმცა მაშინ მათ ეს მგზავრობა ძვირი დაუჯდათ. შემდეგ ჯერზე მეგობრებმა საკუთარი ტაქსის შეძენა და გინესის მსოფლიო რეკორდის დამყარება გადაწყვიტეს.   ტაქსი eBay-ს აუქციონზე შეიძნეს და ხანგრძლივ მოგზაურობაში წავიდნენ. მოგზაურობის სამგზავრო ხარჯი კი, მათ სულ რაღაც 80 ფუნტი სტერლინგი დაუჯდათ.

მოგზაურობის დროს ბიჭებს ბევრი თავგადასავალი და დაბრკოლება შეხვდათ. ისინი მოსკოვში მოგზაურობის დროს პოლიციამ დაიჭირა. მოლდოვაში ყალბი ვიზების გამო დააკავეს. ირანში კი მეგობრები ჯაშუშებად შერაცხეს და ქვეყნიდან გაძევებითაც დაემუქრნენ. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა და ინგლისელი მეგობრები, მშობლიურ ინგლისში უვნებლები ჩავიდნენ.