დავით ბაქრაძე გერმანელ კოლეგას შეხვდება

დავით ბაქრაძე გერმანელ კოლეგას შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარეს, ნორბერტ ლამერსს შეხვდება.   დაგეგმილია ასევე, დავით ბაქრაძის მოხსენებით გამოსვლა კონრად ადენაუერის ფონდში.   

პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესა და კომიტეტის წევრებს.

 დავით ბაქრაძისა და რუპრეხტ პოლენცის საუბრის ძირითადი თემა საქართველოში მიმდინარე პროცესები, განხორციელებული საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმები, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება იყო.

დავით ბაქრაძემ გერმანიის პარლამენტის წევრს რუპრეხ პოლენცს საქართველოში  საპარლამენტო არჩევნების მზადებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩევნებისთვის დამკვირვებლებად გერმანელი კანონმდებლები ოფიციალურად მოიწვია. დავით ბაქრაძისა და რუპრეხტ პოლენცის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრეს და ყურადღება   ჩიკაგოს დაგეგმილ სამიტზეც გაამახვილეს.